ფეხბურთი

14:54 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: „2023 წელს ვინისიუსი „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატი იქნება“

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა რივალდომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ჭაბუკი თანამემამულე ვინისიუსი, მადრიდის „რეალში“ დიდ პრიგრესს განიცდის და გაისად „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატი იქნება.

„გასულ სეზონში ვინისიუსმა ძალიან მოუმატა. ის გაცილებით სახიფათო გახდა მეტოქის კართან. თუ ასე გააგრძელა, „რეალის“ მთავარი ვარსკვლავი გახდება, თან ბენზემაც მალე წავა ასაკის გამო.

იქნება თუ არა ის „ოქროს ბურთის“ მოპოვების კანდიდატი? სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ფავორიტებზე საუბარი ძნელია. მაგრამ არ მგონია ვინისიუსი მბაპეზე, დე ბრუინზე ან სხვა ნებისმიერ მოთამაშეზე ნაკლები იყოს. ამოტომ ისიც ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ.

რამდენად წარმატებული იქნება ახალი სეზონი ამა თუ იმ კლუბისთვის, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Lance.

რივალდომ კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონაში გაატარა და 1999 წელს „ოქროს ბურთის“ ლაურეატიც გახდა.

0.111898