ფეხბურთი

22:56 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი წინასასეზონო შეკრებას კიევის "დინამოსთან" ერთად გაივლის

კიევის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და შეკრებას შვეიცარიაში გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პრესეზონის დროს გუნდთან ერთად მოემზადება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე მირჩა ლუჩესკუს განკარგულებაში იქნება.

ჯერჯერობით, არაა გადაწყვეტილი, რომ ის მომდევნო სეზონს კიევურ გუნდში გაატარებს, მაგრამ შეკრებაზე წაყვანა ნიშნავს, რომ სამწვრთნელო შტაბი მას შანსს მისცემს.

შეგახსენებთ, გასული სეზონი წიტაიშვილმა იჯარით ჯერ ოდესის „ჩერნომორეცში“ და შემდეგ კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 10 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კი საგოლე პასით გამოირჩა.

0.135703