ჩოგბურთი

22:20 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის კვალიფიკაციის მეორე წრეში დამარცხდა

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველი წრე დაძლია, მაგრამ მეორე ეტაპზე მარცხი განიცადა.

ბოლქვაძე ხორვატ იატა ფეტს დაუპირისპირდა და პირველ სეტში 7:5 მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. მეორე და მესამე სეტი მარიამმა პრაქტიკულად უბრძოლველად 1:6, 2:6 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამრიგად, უიმბლდონის ძირითად ბადეში ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეკო გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე.

0.119262