ჩოგბურთი

18:00 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასზე სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასზე წარმატებული სტარტი აიღო და ევროპის ზონის მესამე ჯგუფის პირველ ტურში სომხეთი 3:0 დაამარცხა.

ალექსანდრე ბაკშიმ აშოტ მკრტიჩიანი 6:2, 6:0, საბა ფურცელაძემ სედრაკ ხაჩატრიანი 6:0, 6:2 დაამარცხა, რასაც წყვილთა შორის გამარჯვება მოჰყვა. ფურცელაძისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტმა მიკაელ ავეტისიანსა და ჰენრიხ ნიკოგოსიანს 6:2, 6:2 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა სამივე თამაში სეტწაუგებლად მოიგო და გუნდი დევისის თასზე ნაკრების ლიდერის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს.

ამავე ჯგუფში კვიპროსმა ლიხტანშტაინი 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ მატჩს სწორედ ლიხტანშტაინისა და კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

0.113952