ფეხბურთი

17:20 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოდორ ნედელევი ნაკრების ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა

ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელი ტოდორ ნედელევი სამშობლოში დაბრუნდა. პლოვდივის „ბოტევის“ ნახევარმცველი 10 ივნისს, თბილისში, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსის ავარიისას დაშავდა და საავადმყოფოში მკურნალობდა.

29 წლის ფეხბურთელი ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 3 თვე ვერ შეძლებს, მაგრამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ის ბულგარეთის ნაკრების ექიმთან ერთად თბილისიდან სამშობლოში დღეს გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ნაკრების ორი ავტობუსი თბილისში ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ნედელევს თავის ქალაზე ოპერაცია დასჭირდა. საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი თბილისში, ფრედ, 0:0 დასრულდა.

0.133658