თამაშგარე

20:01 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

7-წლიანი ციხის საფრთხე: კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი სექსის გარეშე

კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბრიტანული მედია უცხოელ გულშემატკივრებს აფრთხილებს. საქმე ისაა, რომ კატარში სექსუალური კავშირი აკრძალულია, თუ წყვილი დაქორწინებული არ არის.

Daily Star-ი წერს, რომ დაუქორწინებელ წყვილს შორის სექსუალური ურთიერთობა კატარში 7-წლიანი პატიმრობით ისჯება. ამიტომაც, იქ ჩასულ გულშემატკივრებს დიდი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. წყაროს თანახმად, პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მასპინძელ ქვეყანაში სექსი პრაქტიკულად აკრძალული იქნება და ამ სცენარისთვის ფანები მზად უნდა იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

0.121527