კარლოს ტევესი „როსარიო სენტრალის“ მთავარი მწვრთნელად დაინიშნა. მან არგენტინულ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტევესისთვის ეს პირველი სამწვრთნელო სამსახურია, რადგან მანამდე მწვრთნელად არ უმუშავია. უფრო მეტიც, საფეხბურთო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ „როსარიო სენტრალი“ არგენტინის ჩემპიონატში ოთხი ტურის თავზე 4 ქულით 22-ე ადგილზეა.