ფეხბურთი

18:10 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანე მიუნხენშია

სადიო მანე მიუნხენში ჩავიდა და „ბაიერნის“ ფეხბურთელი სულ მალე ოფიციალურად გახდება. სენეგალელი შემტევი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო ოთხშაბათს მისი პრეზენტაცია გაიმართება.

„ბაიერნმა“ მანეს სანაცვლოდ „ლივერპულს“ 32 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 9 მილიონი ევრო დაემატება. მთლიანობაში კი ტრანსფერის ღირებულებამ 41 მილიონი ევრო შეადგინა.

30 წლის ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. მანე „ბაიერნის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნუსაირ მაზრაუისა და რაიან გრავენბერხის შემდეგ.

სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 269 შეხვედრაში 120 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მეცის“, „ზალცბურგისა“ და „საუთჰემტონის“ რიგებში ირჯებოდა.

0.101545