სხვა

1:56 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო რეკორდი და ლედეცკის კიდევ ერთი ოქრო ბუდაპეშტის აუზში

ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს, მესამე დღეს მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ამერიკელმა კეიტი ლედეცკიმ კი თავის კარიერაში, მსოფლიო ჩემოიონის მე-17 ოქროს მედალი მოიპოვა.

იტალიელმა თომას ჩეკონმა, მამაკაცთა შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მან დისტანცია 51.60 წამში გაცურა და 0.15 წამი მოაკლო ძველ რეკორდს, რომელიც ამერიკელ რაიან მერფის რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ჰქონდა დამყარებული.

„გუშინ 52.1 წამში, ძალიან ადვილად გავცურე. წყალში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ ეს შემეძლო. ჩემს ცურვაზე ვიყავი ფოკუსირებული და სულ ესაა“, - განაცხადა ჩეკონმა. მერფი მეორე ადგილს ჩაორჩა. ახალ ჩემპიონს ის 0.37 წამით ჩამორჩა. მერფიმ განაცხადა, რომ ახალი რეკორდი წლებს გაუძლებს. ბრინჯაოს მედალსაც ამერიკელი, ჰანტერ არმსტრონგი დაეუფლა.

ლედეცკიმ მეორე ოქრო 1 500 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიპოვა. ამ დისტანციაზე ეს მისი მეოთხე ოქროა. მისი შედეგი, 15:30.15 დაახლოებით 10 წამით უარესია მისსავე მსოფლიო რეკორდზე, რომელიც 2018 წელს აქვს დამყარებული. მან თითქმის 15 წამით აჯობა 16 წლის თანამემამულე კეიტი გრეიმსს. სხვათა შორის, ლედეცკის ეს დისტანცია პირველად 2013 წელს, 15 წლისას აქვს მოგებული. იმ ტრიუმფის შემდეგ, გრეიმსი ამ დისტანციაზე ყველაზე ახალგაზრდა მედალოსანი გახდა.

ცნობისათვის, ლედეცკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები ოთხ-ოთხჯერ სამ დისტანციაზე - 1 500, 800 და 400 მეტრზე აქვს მოპოვებული. ერთადერთი სხვა მოცურავე, ვისაც სამ სხვადასხვა დისტანციაზე, ოთხი ოქროს აქვს მოპოვებული, ლეგენდარული მაიკლ ფელპსია.

მესამე ადგილი ავსტრალიელმა ლენი პალისტერმა მოიპოვა. ამ დისტანციის ისტორიაში, ის პირველი ავსტრალიელია, ვინც მედლის მოპოვება შეძლო.

ამერიკელმა რეგან სმითმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მოიგო. მან 0.18 წამით აჯობა კანადელ კაილი მასეს. ბრინჯაოს ამერიკელი კლერ კარზანი დაეუფლა.

ქალთა შორის 100 მეტრზე ბრასში გამარჯვება იტალიელმა ბენედეტა პილატომ მოიპოვა, ვინც 0.05 წამით აჯობა გერმანელ ანა ელენდტს. გამარჯვებულს 0.09 წამით ჩამორჩა ლიეტუველი რუტა მეილუტიტე. 17 წლის პილატო ყვლაზე ახალგაზრდა იტალიელია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.177189