ფეხბურთი

19:45 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" "ლოკომოტივი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო და ზოგადად, მე-18 ტური ბოლნისში დაიწყო, სადაც „სიონმა“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

თბილისურ კლუბს 16 ტურში ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ წინა ტურში მოიგო და ამჯერადაც მოედანზე ქულების მოპოვების იმედით გავიდა, მაგრამ „სიონმა“ შანსი არ დაუტოვა. ბოლნისელებმა საწყის 20 წუთში ირაკლი ჭიაბრიშვილის ავტოგოლითა და ფოცხვერიას გოლით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. სტუმრებმა პირველ ტაიმში ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა. მეორე ნახევარში „სიონმა“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და საბოლოოდ, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

„სიონმა“ ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ 3 ქულით ბოლო ადგილზეა და დიდი ალბათობით, ქვედა ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება. მომდევნო ტურში ბოლნისელები 25 ივნისს, „დინამო ბათუმს“ ესტუმრებიან, ხოლო თბილისელები 26 ივნისს, „თელავს“ უმასპინძლებენ.

„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 5:1 (2:1)

გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (16, ა.გ), 2:0 ფოცხვერია (19), 2:1 ომარაშვილი (24), 3:2 ლ. ხორხელი (53), 4:1 ნ. ხორხელი (55), 5:1 ღამბარაშვილი (81)

0.115555