ბელა ხოტენაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. მის ერთი წლის შვილს, გაბრიელ სულაშვილს, რამდენიმე თვის წინ, აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა.
გაბრიელი უკვე 8 თვეა საფრანგეთში მკურნალობს. მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა დაავადების რეციდივი. მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
პატარას დასახმარებლად ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საჭადრაკო საქველმოქმედო ტურნირი #გაბრიელისათვის ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად და მასში 80 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
საპრიზო სამეული:
1. დავით ჯოჯუა - 8 ქულა;
2. კონსტანტინე შანავა - 7.5 ქულა;
3. ლევან ფანცულაია -7 ქულა;
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომერზე შეგეძლებათ.
ანგარიშის ნომერი:
GE42TB7213545066300001
მიმღები: ბელა ხოტენაშვილი