მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა, „ფერარის“ კარლოს საინსთან დაძაბულ პაექრობაში, კანადის დიდი პრიზის რბოლა მოიგო და ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. 24 წის ჰოლანდლისთვის ეს ფორმულა 1-ში 150-ე რბოლა იყო, რომელშიც 26-ე გამარჯვება მოიპოვა.
ჩემპიონმა სულ რაღაც, 0.9 წამით აჯობა საინსს, რომელმაც მასთან შესატევ დისტანციაზე მიახლოება, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის შემდეგ შეძლო. ესპანელმა დამატებით ერთი ბონუს ქულა, უსწრაფესი წრისთვის მიიღო.
მესამე ადგილი კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა დაიკავა, ვინც რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მისი „მოხტუნავე“ ავტომობილი პრაქტიკულად უმართავია.
ფერსტაპენის გამარჯვების მიუხედავად, „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე, „რედ ბულთან“ ჩამორჩენა 4 ქულით შეამცირა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ რბოლა ვერ დაასრულა სერხიო პერესმა, შარლ ლეკლერმა კი ბოლო რიგიდან, მეხუთე ადგილამდე გაიკვალა გზა. მექსიკელის წარუმატებლობის მიუხედავად, კლასიფიკაციაში ის მაინც მეორე ადგილზე დარჩა.
„რბოლის ბოლო შესანიშნავი იყო. ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო, რათა ლიდერობა არ დამეკარგა. კარლოსიც ბოლომდ იბრძოდა. ვხედავდი, როგორ მიტევდა. ბოლო რამდენიმე წრე მართლაც სასიამოვნო ბრძოლაში გავატარეთ“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში მეექვსე გამარჯვებაა.
კანადის დიდი პრიზი
მონრეალი, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:36:21.757 (190.075 კმ/სთ)
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.993
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 7.006
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 12.313
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 15.168
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 23.890
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 24.945
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 25.247
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 26.952
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 38.222
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 43.047
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 44.245
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 44.893
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 45.183
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 52.145
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 59.978
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'08.180
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 23 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 52 წრე
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 63 წრე
უსწრაფესი წრე: კარლოს საინსი - 1:15.749 (63-ე წრე, 207,258 კმ/სთ)
მრბოლთა ჩემპიონატი
1. მაქს ფერსტაპენი - 175 ქულა; 2. სერხიო პერესი - 129; 3. შარლ ლეკლერი - 126; 4. ჯორჯ რასელი - 111; 5. ჯორჯ რასელი - 102; 6. ლუის ჰამილტონი - 77; 7. ლანდო ნორისი - 50; 8. ვალტერი ბოტასი - 46; 9. ესტებან ოკონი - 39; 10. ფერნანდო ალონსო - 18; 11. პიერ გასლი - 16; 12-13. კევინ მაგნუსენი და დანიელ რიკარდო - 15; 14. სებასტიან ფეტელი - 13; 15. იუკი ცუნოდა - 11; 16. გუანიუ ჟოუ - 5; 17-18. ალექს ელბონი და ლანს სტროლი - 3; 19-21. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 304 ქულა; 2. ფერარი - 228; 3. მერსედესი - 188; 4. მაკლარენ-მერსედესი - 65; 5. ალპინ-რენო - 57; 6. ალფა რომეო-ფერარი - 51; 7. ალფატაური-რედ ბული - 27; 8. ასტონ მარტინ-მერსედესი - 16; 9. ჰაას-ფერარი - 15; 10. უილიამს-მერსედესი - 3.