ჩოგბურთი

0:50 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბური ბერლინის ტურნირის ჩემპიონი გახდა

ტუნისელი ონს ჟაბური ბერლინის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან 6-3, 2-1 შვეიცარიელი ოლიმპიური ჩემპიონი, მელინდა ბენჩიჩი დაამარცხა, ვინც ტრავმის გამო, შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.

ბენჩიჩმა ფეხის ტრავმა პირველი სეტის ბოლო გეიმში მიიღო. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და თამაშის გაგრძელება შეძლო, მაგრამ მხოლოდ სამ გეიმში გაუძლო ტკივილს. მას ჟაბურმაც კი გაუწია დახმარება, მაგრამ ამაოდ.

ტუნისელმა ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. თიხის საფარიანი კორტების სეზონში, მან WTA 1000-ის სერიის მადრიდის ტურნირიც მოიგო და ახლა უიმბლდონს, რომელიც 27 ივნისს დაიწყება, ფავორიტის რანგში ხვდება.

ჟაბური მიმდინარე სეზონში, ქალთა ტურზე მეორე ჩოგბურთელია, ვისაც ერთზე მეტი ტიტული აქვს მოპოვებული (პირველი იგა სვიატეკია). განახლებულ რეიტინგში ის მესამე ადგილზე გადაინცვლებს.

ჟაბური ახლა ისტბურნის ტურნირზე იასპარეზებს, სადაც წყვილებში, მისი პარტნიორი, დიდი სლემის 23 ტიტულის მფლობელი, სერენა უილიამსი იქნება. ამერიკელი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება და ისტბურნში თამაში, მისთვის უიმბლდონისწინ მოსამზადებელი ეტაპია.

0.112091