ფეხბურთი

20:08 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მატერაციზე დარტყმით არ ვამაყობ"

ზინედინ ზიდანმა Telefoot-თან ინტერვიუში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა. როგორც მან თქვა, არ ამაყობს, რომ მარკო მატერაცის დაარტყა. ასევე გაიხსენა პენალტი, რომელიც იმ ფინალში შეასრულა და საფრანგეთი დააწინაურა.

„არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე, მაგრამ ესეც ჩემი მოგზაურობის ნაწილია. ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არ არის, მეც მქონია რამდენიმე რთული პერიოდი, მაგრამ ბედნიერი მომენტებიც მქონდა. ვფიქრობ, იმ მომენტში ჩემს შეჩერებას მხოლოდ ლიზარაზუ შეძლებდა. მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ იქ არ იყო და წარსული ვერ შეიცვლება.

ფინალში „პანენკა“ პენალტი? ტექნიკური შესრულება ნამდვილად იყო, გიჟური არა. მატჩის ბოლომდე დიდი დრო რჩებოდა, მე-7 თუ მე-8 წუთი იყო და არჩევანი წამებში გავაკეთ. კარში ბუფონი იყო, მეკარე, რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა, ამიტომაც, რაღაცის გამოგონება მომიწია“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანის საფეხბურთო კარიერა სწორედ იტალიასთან ფინალით და წითელი ბარათით დასრულდა, რომელიც 110-ე წუთზე მიიღო. ფინალი კი იტალიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს.

0.125093