დორტმუნდის „ბორუსია“ ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდის, სებასტიან ალეს ტრანსფერთან ახლოსაა. Bild-ის ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა კოტ დივუარელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.
ახლა „დორტმუნდი“ ტრანსფერზე „აიაქსთან“ უნდა შეთანხმდეს, რომლებიც ჯერჯერობით ფინანსურ საკითხზე ვერ გვარდებიან. „ყვითლები“ მზად არიან 33 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გაიღონ, ხოლო ნიდერლანდელები 38 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს ითხოვენ. თუმცა, დიდი შანსია, რომ საბოლოოდ მხარეები მაინც შეთანხმდნენ.
27 წლის ფორვარდი „დორტმუნდში“ ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად ესახებათ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა კარიმ ადეიემი უკვე იყიდეს, გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაც უნდათ.
სებასტიან ალეს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „აინტრახტის“ წევრი იყო, მას ასევე უთამაშია „ოსერში“, „უტრეხტსა“ და „ვესტ ჰემში“, ხოლო გასულ სეზონში „აიაქსის“ მაისურით 43 მატჩში 34 გოლი გაიტანა.