ფეხბურთი

18:00 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გველესიანმა ირანში კლუბი შეიცვალა

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი კარიერას „პერსეპოლისში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ირანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

გიორგიმ „პერსეპოლისთან“, რომელიც ირანის 14-გზის ჩემპიონია, ხოლო გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

31 წლის გველესიანმა ბოლო სამი სეზონი „სეპაჰანში“ გაატარა და 64 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე მას ირანში „ნასაჯისა“ და „ზობ აჰანის“ რიგებში აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოში მთელი კარიერა „დინამო თბილისში“ აქვს გატარებული.

0.151