ინგლისურმა „ლივერპულმა“ შოტლანდიური „აბერდინადან“ ნიჭიერი მარჯვენა მცველი კელვინ რემსი დაიმატა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
რემსიმ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლივერპულში“ 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებამ 7.5 მილიონი ევრო შეადგინა.
18 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „აბერდინის“ ღირსება 39-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ რემსი შოტლანდიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.