მიუნხენის „ბაიერნი“ „ლაიფციგის“ ნახევარმცველის, კონრად ლაიმერის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
ლაიმერი მიუნხენელთა ინტერესის სფეროშია, მაგრამ „ლაიფციგი“ 25 წლის ფეხბურთელთან იოლად შელევას არ აპირებს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
აღსანიშნავია, რომ „ბაიერნი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს და უკვე დაიმატა რაიან გრავენბერხი, ნუსაირ მაზრაუი და სადიო მანე, თუმცა, მიუნხენელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.
აქვე გეტყვით, რომ კონრად ლაიმერმა გასულ სეზონში 41 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.