ავტოსპორტი

2:35 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანადის სველი კვალიფიკაცია ფერსტაპენმა მოიგო

კანადის დიდი პრიზის რბოლას პოულ პოზიციიდან მაქს ფერსტაპენი დაიწყებს, მის გვედით კი სტარტზე ფერნანდო ალონსო დადგება. რბოლა წვიმის აკომპანიმენტით წარიმართა, რამაც სერხიო პერესს, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, კონკურენტური დროის დაფიქსირებაში შეუშალა ხელი.ალონსოს წარმტებას გარკვეულწილად, სველი ტრასის (რომელიც რბოლის ბოლოს ნაწილობრივ გაშრა) დამსახურება იყო.

მეორე რიგში კარლოს საინსი რა ლუის ჰამილტონი დადგებიან. ფერსტაპენისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე პოულია. ჰოლანდიელი ამბობს, რომ მოწინავე სასტარტო პოზიციის მიუხედავად, იოლ რბოლას არ ელის. არადა, ალონსოს მან 0.645 წამით აჯობა.

სავარაუდოდ, კვირის რბოლა მზიან ამინდში ჩატარდება. ფერსტაპენი, ვინც მოქმედი ჩემპიონია, მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს - თანაგუნდლ პერესს 21 ქულას უგებს, მესამეზე კი შარლ ლეკლერია, რომელიც მექსიკელს 13 ქულით ჩამორჩება. მას ძრავის კომპონენტის შეცვლის გამო, უკან რიგებიდან მოუწევს სტარტის აღება. შეგახსენებთ, რომ მონაკოელს ბოლო ოთხი რბოლა პოულიდან აქვს დაწყებული.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1'21.299
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.645
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.797
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.592
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.661
  6. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.057
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2.230
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2.258
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 2.450
  10. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.731
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 5.489
  12. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 5.559
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 11.828
  14. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) -
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 13.193
  16. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 13.213
  17. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 14.233
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 14.361
  19. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) -
  20. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 15.276
0.115405