ჩოგბურთი

1:29 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა უიმბლდონზე ტრავმის გამო არ ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ გამოაცხადა, რომ მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესის ტრავმის გამო, უიმბლდონზე გამოსვლას ვერ შეძლებს. დიდი სლემის ოტხი ტიტულის მფლობელმა ეს ტრავმა მადრიდში მიიღო და მის გამო, ჯერ WTA 1000-ის სერიის რომის ტურნირი გამოტოვა, შემდეგ კი - საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშა, მაგრამ პირველივე წრეში გამოეთიშა.

ოსაკამ წინა კვირაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც მიაწერა: „აქ ხედავთ, რომ წყალქვეშა ბილიკზე სირბილი მიწევს, რადგან ჩემი აქილევსი ჯერაც მოუქნელია. მემგონი ვბერდები, ან რაღაც ასეთი ხდება“.

როლან გაროსის პირველივე წრეშ წაგების შემდეგ, ოსაკამ განაცხადა, რომ ასი პროცენტით დარწმუნებული არაა, რომ ბალახის სეზონში თამაშს შეძლებს. მის გადაწყვეტილებას ის გარემოებაც ამყარებს, რომ ATP-ს და WTA-ს გადაწყვეტილებით, უიმბლდონის მონაწილეები სარეიტინგო ქულებს არ მიიღებენ. ამიტომ, ოსაკას არ უღირს თავისი ტრავმით გარისკოს და ლონდონში ითამაშოს.

ოსაკამ უიმბლდონზე არც შარშან ითამაშა. მაშინ მან ამის საბაბად პირადი მიზეზები დაასახელა.

0.114593