ფეხბურთი

16:43 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "ჩემთვის რუსეთი აღარ არსებობს, რუსული კლუბების შეთავაზებებს არც განვიხილავ"

საქართველოს ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა რუსეთზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ქვეყანა მისთვის აღარ არსებობს. გიორგის არ დაუმალავს, რომ რუსული კლუბების შეთავაზებებს არც კი განიხილავს.

„რუსეთში ხალხს საკუთარი აზრი არ გააჩნია, ფულის გამო სდუმან და უყურებენ, ხალხი, ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს განვითარება და ნორმალური ცხოვრება არ სურთ, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასდროს იქნება. მთელ სამყაროს შესძულდება ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ჩაიკეტებიან, თითქოს კედელი ააშენეს. სხვა სამყარო იქნება.

რუსებს ეშინიათ ციხეში წასვლის და სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც კარგი არაფერი მოხდება. ჩემთვის რუსეთი აღარ არსებობს. ადრე საქართველოში იგივე გააკეთეს, მათი პრეზიდენტის მიმართ ყოველთვის ცუდი დამოკიდებულება მქონდა. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რუსეთში ერთი-ორი ნორმალური ადამიანი, მაგრამ 100-დან 1%, ეს ძალიან ცოტაა. რუსული კლუბების შემოთავაზებებით დაინტერესებული საერთოდ არ ვარ, არც კი განვიხილავ“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონის ბოლო ნაწილი კრაკოვის „ვისლაში“ გაატარა. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ საკუთრებაა.

0.114304