ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასმა „მონაკო“ დატოვა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
35 წლის ნახევარმცველმა მონეგასკურ კლუბში 2019 წლის იანვრიდან ითამაშა და 68 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ის მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა.
ესპანელი, რომელსაც „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ უთამაშია, თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.