ფეხბურთი

12:13 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ადრიენ რაბიომ "იუვენტუსის" დატოვება გადაწყვიტა

ადრიენ რაბიოს „იუვენტუსის“ დატოვება სურს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ურჩევნია, რომ შავ-თეთრები ამ ზაფხულს დატოვოს.

ფრანგის გასხვისების წინააღმდეგი არც „იუვენტუსია“ და სავარაუდოდ, მას 10 მილიონი ევროს ფარგლებში შეელევა. რაბიოს მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი იჩენს, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსს“ 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და "ბიანკონერის" მაისურით ჩატარებულ 129 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.117968