ფეხბურთი

0:22 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიროსლავ კლოზე ავსტრიული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე „ალტახის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ავსტრიული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კლოზე პირველად იმუშავებს მთავარი მწვრთნელის რანგში. მანამდე „მირო“ მიუნხენის „ბაიერნის“ 17-წლამდე გუნდში მუშაობდა, ასევე იყო ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტი მიუნხენურ გრანდში. აღსანიშნავია, რომ ფლიკს გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც სურდა კლოზეს წაყვანა, მაგრამ ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დამოუკიდებლად მუშაობის დაწყება გადაწყვიტა.

„ალტახი“ ავსტრიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-11 ადგილზე გავიდა და ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

0.114616