ფეხბურთი

23:46 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ბერიძე: "კვარაცხელია ივლისამდე ბათუმშია, ითამაშებს თუ არა, მწვრთნელი გადაწყვეტს"

საქართველოს ნაკრების ლიდერის და "დინამო ბათუმის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მალე იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტალანტი ივლისში უკვე ახალ კლუბში იქნება და ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ვერ დაეხმარება, ეს აჭარული გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემაც დაგვიდასტურა, მაგრამ ითამაშებს, თუ არა ხვიჩა ეროვნულ ლიგაში მიმდინარე თვეში, ამაზე ჯერ გადაწყვეტილი პასუხი არ გვაქვს.

ამის შესახებ, ჩვენ აჭარული კლუბის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ხვიჩა კვარაცხელია 1 ივლისამდე ჯერ კიდევ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია და ითამაშებს, თუ არა მომდევნო შეხვედრებში, ამაზე გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი მიიღებს.

"ხვიჩა ჯერ კიდევ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია. 1 ივლისამდე ჩვენთან იქნება. ითამშებს, თუ არა მომდევნო მატჩებში ამას მწვრთნელი გადაწყვეტს", - თქვა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდს 10 მილიონი ევროს სანაცვლოს შეუერთდება.

0.11499