საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბუდაპეშტი უმასპინძლებს, ცნობილია.
დეიან სტანოიევიჩმა არჩევანი შემდეგ წყალბურთელებზე შეაჩერა:
ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 21 ივნისს, ბრაზილიის ნაკრებთან ჩაატარებს, ჯგუფში ასევე არიან უნგრეთისა და მონტენეგროს ნაკრებები.