სხვა

13:38 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსები (ASMC)

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის ინიციატივით და ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის კურსების (ASMC) პირველი სემინარი.

სემინარი გახსნეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.

პროგრამის დირექტორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა სემინარის მონაწილეებს დეტალურად გააცნო მენეჯმენტის კურსების დანიშნულება, მიზნები და მონაწილეების მხრიდან კურსების წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი მოვალეობები.

სპორტის მენეჯმენტის კურსები ძირითადად ითვალისწინებს თეორიულ ლექციებს სოკ-ის მიერ განსაზღვრულ მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე კერძოდ, ოლიმპიური სპორტული ოგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი, მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება და ფინანსები. კურსების უმთავრეს ნაწილს შეადგენს ასევე დისტანციური სწავლების პროცესი სოკ-ის მიერ დამტკიცებული წინასწარ მიწოდებული მასალის გამოყენებით. მონაწილეებს აღნიშნულ თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარუდგინეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და მოწვეულმა ექსპერტმა თამარ კაპანაძემ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მეორე სემინარის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში.

კურსები დასრულდება 2022 წლის დეკემბერში, ხოლო წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომებით.

geonoc.org.ge

0.118111