ფეხბურთი

10:52 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშმა „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ გამოსამშვიდობებელი გზავნილი გამოაქვეყნა

29 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა, „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი გზავნილი გამოაქვეყნა, რიმელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, აი, დადგა განშორების დრო. ჩემი ცხოვრების რვა წელიწადზე მეტი მივუძღვენი ამ კლუბს, მის ფერებს, ამ სახლს. მაგრამ წლები გადის, გზები იყოფა და ისტორიები სხვადასხვა ადგილებში იწერება.

გაგდება დამიპირეს მაგრამ ვერ შეძლეს (იცინის). ამიტომ ვერც წარმოიდგენთ როგორი გამძლე ვარ.

ვიმედივნებ, ვინც აქ დარჩება, ამ შესანიშნავი კლუბის ახალ ისტორიას დაწერს. ამას წრფელი გულით გისურვებთ. „ბარსელონაში“ დიდი ოქროს წიგნი დავწერე - 23 ტიტული მოვიგე. ყოველივე ეს ერთ დიდ ციკლს ხურავს. იხსნება ახალი, უფრო რთული.

დაე მსოფლიომ იცოდეს, რომ ლომი 39 წლისაც კარგ და გადარეულ ლომად რჩება. წინ „ბარსა!“ - წერს ალვეში.

0.120529