ავტოსპორტი

2:17 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერარიმ ჰიდრავლიკის პრობლემის დროებით მოგვარება შეძლო

„ფერარიმ“ გამოაცხადა, რომ კანადური ეტაპის წინ, ჰიდრავლიკის იმ პრობლემის დროებით მოგვარება შეძლო, რომლის გამოც, კარლოს საინსმა ბაქოს რბოლა ვერ დაასრულა. რაც შეეხება პრობლემას, რომლის გამოც, შარლ ლეკლერმა ბოლო სამიდან ორი რბოლა ვერ დაასრულა, ის ჯერაც დაუდგენელია.

„შარლის ძრავი ქარხანაში ხვალ ჩამოვა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მის შესწავლას. რაც შეეხება კარლოსის ავტომობილს, მისი ჰიდრავლიკის კომპონენტები უკვე შემოწმდა და პრობლემის დროებით მოგვარება შევძელით. კანადაში ეს საკმარისი იქნება, მის სრულ აღმოფხვრას კი დრო დასჭირდება“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

ბაქოს რბოლის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე „ფერარი“ „რედ ბულთან“ 80 ქულას აგებს. მრბოლთა ჩემპიონატში კი ლეკლერს მეორე ადგილი სერხიო პერესმა დაათმობინა. მონაკოელი ახლა უკვე 34 ქულას აგებს ლიდერ მაქს ფერსტაპენთან. არადა, პირველი სამი ეტაპის შემდეგ, ის მსოფლიო ჩემპიონს 46 ქულას უგებდა.

კანადის დიდი პრიზი კვირას, მონრეალში ჩატარდება.

0.120905