ახლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება. გავრცელებული ხმები, რომ კვარაცხელიას ნეაპოლში ივლისის დასაწყისში ელიან გამართლა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი წინასასეზონო შეკრებას 6 ივლისს იწყებს და მაგ დროისთვის "კვარას" იქ ელიან. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავას "სლოვანის" ბარიერის გადალახვა მის გარეშე მოუწევს.
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის "დინამოში" ყაზანის "რუბინიდან" წამოსვლის შემდეგ ირჯებოდა. ქართველმა ტალანტმა ბათუმელთა შემადგენლობაში 11 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
კვარამ ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 3 გოლი, 2 საგოლე პასი მიითვალა და ერთა ლიგის საწყისი 4 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.