ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ბუქარესტიდან. ბუქარესტში მიმდინარრ 17 წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ანრი ხოზრევანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ანრიმ ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ვადატ გასიმლი 4:1 დაამარცხა.
ქართველი მოჭიდავე ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და მოლდოველი მაქსიმ სარმანოვი 9:0, უნგრელი პეტერ ტოტოკი 7:1 დაამარცხა.
დღესვე ფინალში იჭიდავა ავთანდილ მამალაძემ (60 კგ) და ფინალში აზერბაიჯანელ მაჰამედ გასამსადესთან 1:9 დამარცხდა.
გუშინ, ევროპის ჩემპიონის ტიტულ 14 წლის ვახტანგ ლოლუა დაეუფლა. საბა სურმანიძემ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტატო ნიკურაძე