ჩოგბურთი

12:27 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მომდევნო ეტაპზე გერმანელ ჩოგბურთელს შეხვდება
პირველ წრეში ნიკამ რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს 500-იან ტურნირზე ასპარეზობს. 30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირი კარგად დაიწყო და პირველ წრეში მსოფლიოს მერვე ჩოგანი რუსი ანდრეი რუბლიოვი 7:6; 6:4 დაამარცხა.

ცნობილია ნიკას მომდევნო მეტოქის ვინაობაც. ის გერმანელი ოსკარ ოტე იქნება, რომელმაც სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი 7:6:6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი და ოტე აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილად. ნიკა ამ დროისთვის ATP-ის 25-ე ჩოგანია, ოტე 51-ე პოზიციას იკავებს და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.

ტატო ნიკურაძე

0.113373