არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ ყატარული „ალ-რაიანის“ ნახევარმცველით, ხამეს როდრიგესით დაინტერესდა, თუმცა კოლუმბიელს ევროპაში დაბრუნება სურს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ექრემ კონური.
30 წლის ხამესი „ალ-რაიანში“ 2021 წლის სექტემბერში გადავიდა „ევერტონიდან“ 8 მილიონ ევროდ. ყატარულ კლუბში მან სულ 15 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთ გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.