„ლივერპულის“ იაპონელი შემტევი ნახევარმცველი, ტაკუმი მინამინო, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. მერსისაიდელები მასში დაახლოებით 17 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, იაპონელით სამი კლუბია დაინტერესებული. 27 წლის ფეხბურთელის „წითლებთან“ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება.
გასულ სეზონში მინამინომ „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.