ფეხბურთი

10:24 | 14.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიის ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

აფრიკის ერთა თასის 2023 წლის გათამაშების შესარჩევ მატჩში ნიგერიის ნაკრებმა სან-ტომესა და პრინსიპის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 10:0 დაამარცხა. ეს დასავლეთაფრიკელების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლავთ მათ ისტორიაში.

პოკერი შეასრულა „ნაპოლის“ 23 წლის თავდამსხმელმა ვიკტორ ოსინჰემმა. დუბლი მიითვალა „ლორიანის“ ფორვარდმა ტერემ მოფიმ. თითოც „ნანტის“ მოუზეს საიმონმა, „სტოკ სიტის“ პიტერ ეტებომ, „ლესტერის“ ადემოლა ლუკმანმა და „უოტფორდის“ ემანულ დენისმა გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ A შესარჩევ ჯგუფს ნიგერიელები მაქსიმალური 6 ქულით ლიდერობენ. სან-ტომესა და პრინსიპის გარდა მათი მეტოქეები გვინეა-ბისაუ და სიერა-ლეონე არიან.

გუშინდლამდე ნიგერიელების სარეკორდო გამარჯვება 1959 წლით თარიღდებოდა, როცა მათ ბენინი 10:1 დაამარცხეს.

0.118656