მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელი ვიტოლდ ბანკა დოპინგის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას ხელოვნურ ინტელექტში ხედავს.
„დოპინგის წინააღმდეგ აქტიურად ვიკვლევთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძებლობას. დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებით და ინტერპრეტაციით შევძლებთ ძირითდი ტენდენციების გამოვლენას. ამგვარად შეგვეძლება ტესტირების პროგრამის კორექტირება, რათა ისინი უფრო ზუსტი და ეფექტური გავხადოთ.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში ისინი საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანს.
WADA-ს საბჭოს წევრებმა შემდგომი სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტის გაზრდას მხარი დაუჭირეს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს კვლევებისთვის ყოველწლიურად მინიმუმ 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ," - აღნიშნა ბანკამ.
GEONOC.ORG.GE