ფეხბურთი

18:45 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

2022-2023 წლების სეზონის დასაწყისი ნელ-ნელა ახლოვდება. 14 ივნისს, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება და შესაბამისად, გაირკვევა ქართული გუნდების, „დინამო თბილისის“, გორის „დილასა“ და თბილისის „საბურთალოს“ მეტოქეებიც.

თუმცა, დღეს სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ხუთამდე შემცირდა. ამრიგად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ კლუბებს ხუთ-ხუთი სავარაუდო მეტოქიდან ერთ-ერთთან დაპირისპირება მოუწევთ:

„დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეები: „ინტერი“ (ფინეთი), „პანევიჟუსი“ (ლიეტუვა), „პაიდე“ (ესტონეთი), „პანდევის აკადემია“ (ჩრდ. მაკედონია), „ჰამრუნი“ (მალტა).

„დილას“ სავარაუდო მეტოქეები: „კუპსი“ (ფინეთი), „ლაჩი“ (ალბანეთი), „მურა“ (სლოვენია), „ლიეპაია (ლატვია), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა).

„საბურთალოს“ სავარაუდო მეტოქეები: „შკენდია“ (ჩრდ. მაკედონია), „პარტიზანი“ (ალბანეთი), „დინამო“ (ბელარუსი), „ტრე პენე“ (სან მარინო), „პეტროკუბი“ (მოლდოვა).

აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი“ განთესილია, ხოლო „დილა“ და „საბურთალო“ განუთესავები. 14 ივნისს, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა, ხოლო 15 ივნისს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.

აქვე გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 7 და 14 ივლისს გაიმართება.

0.13157