სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:24 | 13.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი MLS-ში ითამაშებს

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერას არ ასრულებს. 37 წლის მცველი ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს.

ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა და ტრანსფერზე მინიშნება სოციალურ ქსელში ლოს ანჯელესებმაც გააკეთეს. კიელინი წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს.

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლივორნოსა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ირჯებოდა. იტალიის ნაკრებში კიელინიმ 2004-2022 წლებში 117 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117273