„მსოფლიო სპორტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ქვეყნის ექს-ჩემპიონ „შსს აკადემიას“ 2014-15 წლების სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება.
გუნდს, ვეტერანი კალათბურთელის არჩილ ჟღენტის ნაცვლად, „არმიას“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწე კოტე ტუღუში უხელმძღვანელებს.