ფეხბურთი

18:22 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში გუნდი შეიცვალა

საქართველოს ნაკრების წევრი დავით ვოლკოვი კარიერას „საბაჰში“ გააგრძელებს. ინფორმაცია აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ვოლკოვმა „ზირა“ დატოვა, რომლის ღირსებას ბოლო სამი სეზონის განმავლობაში იცავდა, ხოლო გასულ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა.

„საბაჰმა“ გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. შედარებისთვის, „ზირა“ მესამე პოზიციაზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ვოლკოვს საქართველოს ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა (უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში).

0.115481