ფეხბურთი

15:52 | 12.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარსელომ "რეალი" დატოვა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარსელომ კლუბი დატოვა. ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ გახანგრძლივდა.

34 წლის მცველი ახალ კლუბში გადასვლას უფასოდ შეძლებს, თუმცა, მანამდე 13 ივნისს, „რეალთან“ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას გამართავს.

მარსელო „რეალის“ ღირსებას 2007 წლის იანვრიდან იცავდა და 545 მატჩში 38 გოლი გაიტანა, 103-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. ის „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.

0.063045