ფეხბურთი

23:46 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიამ ერთა ლიგაში პირველი თამაში მოიგო

ერთა B ლიგის პირველი ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა დუბლინში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. გოლები ბრაუნმა (მე-20 წთ), პაროტმა (28) და ობაფემიმ (51) გაიტანეს.

საინტერესოა, რომ ეს ირლანდიელთა პირველი გამარჯვება იყო ერთა ლიგაში. მანამდე მათ ამ ტურნირზე 7 თამაში წაეგოთ და 5 ფრედ დაემთავრებინათ. თანაც ამჯერად მეტი გოლი გაიტანეს (3), ვიდრე მანამდე გამართულ 12 შეხვედრაში (2).

ამავე ჯგუფში უკრაინამ ასევე 3:0 დაამარცხა სომხეთის ნაკრები და ოთხეულის ერთპიროვნული ლიდერია. ირლანდიას, შოტლანდიასა და სომხეთს 3-3 ქულა აქვთ.

0.114384