„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, ტაკუმი მინამინომ, კარიერა, შესაძლოა, ფრანგულ მონაკოში გააგრძელოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი სანტი აუნა.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა 27 წლის იაპონელი ფეხბურთელი 15-20 მილიონ ევროდ გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ მინამონო „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა
„ზალცბურგიდან.“ პრემიერლიგის გასულ სეზონში კი 11 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.