რაგბი

15:11 | 11.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილი "ბარბაროსებში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშებს.

19 წლის ქართველი ინგლისის წინააღმდეგ 19 ივნისს, „თვიქენჰემზე“ გავა მოედანზე. ნინიაშვილი ისტორიაში მე-10 ქართველი მორაგბეა, რომელიც ბარბაროსებში ითამაშებს. მანამდე ეს პატივი გოდერძი შველიძეს, გიორგი ხარაიშვილს, დავით კაჭარავას, დავით ქუბრიაშვილს, კოტე მიქაუტაძეს, ანტონ ფეიქრიშვილს, მამუკა გორგოძეს, მიხეილ ნარიაშვილსა და დავით ზირაქაშვილს ერგოთ.

შეგახსენებთ, რომ დავით ნინიაშვილმა კარიერა „ხვამლში“ დაიწყო, საიდანაც 2021 წელს ფრანგულ „ლიონში“ გადავიდა, რომლის რიგებში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა.

0.112302