თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ს ფინალში ანგარიში გაათანაბრა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე საუკეთესო იყო.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა ორი დღის წინ შინ „ოლიმპია მილანოსთან“ წააგო და ამჯერად შეცდომის უფლება არ ჰქონდა, რომელიც არც დაუშვა. ბოლონიელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 75:68 აჯობეს.
შენგელიას შესანიშნავი თამაში ჰქონდა. თორნიკემ 31 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 14-დან 9 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. რასაკვირველია, შენგელია მატჩის MVP გახდა.
„ოლიმპია მილანოს“ შევონ შილდსმა (15 ქულა) და დევონ ჰოლამ (16 ქულა) ულიდერეს, მაგრამ ლომბარდიელები მარცხისგან ვერ იხსნეს.
ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია (1:1), ხოლო მესამე შეხვედრა 12 ივნისს, მილანში გაიმართება.