ფიფამ ეკვადორის ნაკრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატიდან არ მოკვეთა. ინფორმაცია ოფიციალური განცხადებით დადასტურდა.
ფიფას განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ საქმის ყველა დეტალი განიხილეს, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეკვადორს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება არ ჩამოართვას.
ეკვადორის ნაკრების მოკვეთას ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ითხოვდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფეხბურთელ ბაირონ კასტილოს ეკვადორის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის კოლუმბიაშია დაბადებული. თუმცა, ფიფამ ჩილელთა საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში კატარის, სენეგალისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს.