ჩოგბურთი

3:00 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის საპრიზო თანხა 40.3 მილიონი სტერლინგია

უიმბლდონის მონაწილეებს წელს სარეიტინგო ქულები დააკლდებათ, მაგრამ სამაგიეროდ, მათთვის გაზრდილი საპრიზო ფონდია გამზადებული. მისი მოცულობა რეკორდულად მაღალი - 40.3 მილიონი სტერლინგია (50.5 მილიონი ამერიკული დოლარი). გარდა ამისა, ბოლო სამ წელიწადში პირველად, ტურნირზე დასწრება შეუზღუდავი იქნება.

უიმბლდონს სარეიტინგო ქულები ATP-მ და WTA-მ ჩამოართვეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზატორები ტურნირზე თამაშის უფლებას არ აძლევენ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს. უიმბლდონის ხელმძღვანელობის ამგვარი გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღებაა, რაშიც მას ხელს ბელარუსი უწყობს.

მამაკაცთა და ქალთა ერთეულების ჩემპიონები თანბარ თანხას - 2-2 მილიონ სტერლინგს მიიღებენ. საპრიზო თანხებს საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ჩოგბურთელებიც მიიღებენ. ამასთან, როგორც „ოლ ინგლენდ კლაბის“ თავმჯდომარე იან ჰიუიტი ამბობს, საპრიზო თანხის განაწილება, ტურნირისთვის მათი მნიშვნელობის შესაბამისად მოხდება.

გასულ სეზონში, უიმბლდონზე ჯამურმა საპრიზო თანხამ 35 მილიონი სტერლინგი შეადგინა. ჩემპიონებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ეშლი ბარტიმ, 1.7-1.7 მილიონი სტერლინგი მიიღეს.

უიმბლდონის წლევანდელი ტურნირი სტარტს 27 ივნისს აიღებს და 10 ივლისს დასრულდება.

0.115083