8 ივნისს ერთა A ლიგის მეოთხე ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ბელგიის ნაკრებმა პოლონეთისას უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა. ბელგიელთაგან ერთი ბურთი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, რომელიც მისთვის 24-ე გამოდგა ბელგიის ნაკრებში.
ასეთი მაჩვენებლით ის თავისი ეროვნული გუნდის რიგით მე-10 ბომბარდირი გახდა ისტორიაში. პირველზე კი „ჩელსის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუა 68 გოლით.