ჯენარო გატუზო „ვალენსიას“ ახალი მწვრთნელია. 44 წლის იტალიელი სპეციალისტი ვალენსიაში ჩავიდა და პირველი მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბედნიერია, რადგან ისტორიულ კლუბში მუშაობას იწყებს.
„აქ პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. შევუერთდი ისტორიულ კლუბს. ხვალ ყველაფერზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ფანებიც გახარებული არიან და ეს ვიცი. ხვალ ყველაფერს აგიხსნით და მერე მძიმე შრომას დავიწყებთ“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, ჯენარო გატუზოს „ვალენსიამდე“ „მილანში“, „ნაპოლიში“, შვეიცარიულ "სიონში", „ოფისა“ და „პიზაში“ უმუშავია. იტალიელი სპეციალისტი გიორგი მამარდაშვილამდე გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილს ავარჯიშებდა, ორივეს ბერძნულ „ოფიში“.