საქართველოს ნაკრები მინი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ბესიკ არველაძის გუნდი მერვედფინალში მასპინძელ სლოვაკეთთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა.
სლოვაკები მე-14 წუთზე დაწინაურდნენ და ამის შემდეგ საქართველო ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ ვერ მოახერხა. მატჩის ბოლო წუთზე კი, როცა უკვე მეკარე მოედანზე არ იყო, რადგან ქართველები შეტევაში მეტობის შექმნას ცდილობდნენ, კონტრშეტევაზე მეორე გოლი გაუშვეს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. ჯამში 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო (მონტენეგროსთან 2:0 და ავსტრიასთან 3:1), ხოლო ორი შეხვედრა წააგო (ბულგარეთთან 0:2 და სლოვაკეთთან 0:2).
სლოვაკეთი - საქართველო 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 დჟიბელა (14), 2:0 ბომბიში (50)